ლევან ხაბეიშვილი - სიძულვილზე, ძალადობაზე, ადამიანების დაყოფაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავარი სიძულვილის წყარომ ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

სიძულვილზე, ძალადობაზე, ადამიანების დაყოფაზე, იმ გარემოზე, რასაც სამთავრობო მედიები სიძულვილით, მუდმივი დაპირისპირებით ქმნიან, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავარი სიძულვილის წყარომ ამ ქვეყანაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მდარე ხარისხის ტყუილია“ ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება.

„თქვენს მიერ მიყვანილი ყველა ფაქტი არის დამახინჯებული და ტყუილი. ცდილობთ, საკითხი პროპაგანდისტულად გამოიყენოთ, რაც ამ ხელისუფლებას არაერთხელ გამოუყენებია. წარმოუდგენელია, თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს. ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული, სამარცხვინო პასაჟების გაკეთება სერიოზული არ არის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი შეფასებით, სწორედ ეს არის იმ სიძულვილის ენის კამპანიის ნაწილი, რასაც ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურად იყენებს.

„თავისი „დუშკაბინით“ რომ მოძრაობს, გამახსენებთ თუ ლაპარაკობს პოზიტივზე, სიყვარულზე? არა. ის საუბრობს გავასამართლებ, დავიჭერ, ენას ამოვაძრობ. ეს ადამიანი მთელი 12 წელი მის ხელისუფლებაში ყოფნას, თქვენს ძარცვას და მის გამდიდრებას სიძულვილზე აწყობს. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ რაზეც ახლა საუბრობთ და გინდათ ესეც პროპაგანდისტულად გამოიყენოთ, ეს ძალიან მდარე ხარისხის ტყუილია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „ქართული ოცნების“ ოფისთან მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს