ილია დარჩიაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) ვიცე-პრეზიდენტს, დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედსა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მალაიზიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ. მალაიზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა თავისი ქვეყნის ინტერესი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების მიმართ.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მალაიზიასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობებს.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა მალაიზიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს