იაგო ხვიჩია - არასწორია, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ, რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის - ხელისუფლების ბრალდებები უპასუხისმგებლოა

არასწორია, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ, რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის - ხელისუფლების ბრალდებები უპასუხისმგებლოა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდაცვალებაზე მმართველი გუნდის განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, „ვიღაცას შეიძლება რაღაც დაემართოს, მაგრამ ამის გამო ადამიანების მკვლელებად გამოცხადება მინიმუმ უპასუხისმგებლობაა".

„ზოგადად, ასეთი ტიპის ბრალდებები არის უპასუხისმგებლო თავისი შინაარსით. იმიტომ, რომ როცა შენ ეუბნები, რომ ამ კაცს შენ გაუხეთქე გული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ იცი ამ კაცს გულის პრობლემები აწუხებდა თუ არა, შენ იცი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და პირდაპირ უკავშირებ რაღაც ერთ შემთხვევას, რომლის ასე დაზუსტებით თქმა, ჩემი აზრით, შეუძლებელია. ვიღაცას რაღაც შემთხვევაზე შეიძლება რაღაც დაემართოს, მაგრამ ამის გამო ადამიანების მკვლელებად გამოცხადება მინიმუმ უპასუხისმგებლობა. როგორც წესი, ეს ხდება პირიქით. ხელისუფლებას ადანაშაულებენ ხოლმე ასეთი ტიპის ზერელე დამოკიდებულებით და ახლა კურსი ხელისუფლებისგან არასწორია. არასწორია ამის გაკეთება, როდესაც საკუთარ განცხადებაზე მეტი პასუხისმგებლობა გეკუთვნის, როდესაც ადამიანს მკვლელობას დააბრალებ რომელიც ერთი შეხედვით, მკვლელი არ არის“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია