ლევან ხაბეიშვილი - წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, რომ ოლიგარქი, მილიარდერი კაცი „დუშკაბინით“ მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე - ივანიშვილს ღამით რა არ აძინებს, ეს რატომ არის ქართველი ხალხის სანერვიულო?!

წარმოუდგენელი და მძიმე საყურებელია, რომ ოლიგარქი, მილიარდერი კაცი „დუშკაბინით“ მოძრაობდეს ხალხთან შეხვედრაზე, ხალხის ეშინოდეს და ამას არც მალავდეს, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ივანიშვილს ეშინია, სჯობს გადაიმალოს, მაგრამ ხალხს რეალურ პრობლემებზე ესაუბროს.

„როდესაც საუბარია საფრთხეებზე, არ დაგვავიწყდეს, რომ 17-18 წლის ბიჭებს და გოგონებს ტელევიზიით ემუქრებოდნენ, ისინი კი ერთი წამითაც არ შემკრთალან და სიმამაცის საოცარი მაგალითი გვაჩვენეს, კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელების წინაშეც არ დაუხევიათ უკან. ასეთ დროს, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს თავის ტყუილ, არარსებულ შიშებსა და საფრთხეებზე. ნუ გამოჩნდება საერთოდ, გადაიკარგოს, გადაიმალოს, მაგრამ იმ პრობლემებზე ისაუბროს, რომლებიც ხალხს აწუხებს. 12 წელი ხომ გავიდა, რაც ხელისუფლებაში არიან? მოუყვნენ ხალხს, როგორ გახდნენ თავად მილიონერები და ცალ-ცალი „კალოშით“ მოსულებმა, როგორ აიშენეს უზარმაზარი სასახლეები. ნუ წარმართავენ სიძულვილის ენით, ნეგატივით კამპანიას, ხალხს იმაზე ელაპარაკონ, რაც მას აინტერესებს. ბიძინა ივანიშვილს რისი ეშინია და ღამით რა არ აძინებს, ეს რატომ არის ქართველი ხალხის სანერვიულო?!" - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერებიც.

როგორც პრემიერმა განმარტა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი