გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3-ზე იწყება

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3 -ზე იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუნდების რეგისტრაცია 9 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. განაცხადის ფორმა - https://shorturl.at/nqiEk

„შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით (დებულება - https://shorturl.at/JiA5u ).

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოებით. I ადგილი - 1 500 ლარი, II ადგილი - 1000 ლარი, III ადგილი - 500 ლარი.

შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“. ტურნირი ტარდება ,,შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში. ღონისძიება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“ - ის ფარგლებში ტარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს