რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ევროსაბჭოს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას; განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ეთმობა.

„სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მტკიცებულებების შეგროვების სირთულეებზე; ასევე, ინფორმაციისა და მტკიცებულებების დროული შეგროვებისა და საქმეში დამაგრების საჭიროებაზე.

მინისტერიალი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის ორგანიზებით იმართება. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, აგრეთვე, არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება