სალომე სამადაშვილი - დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, „ვაშინგტონ პოსტის“ წერილით, სერიოზული განაცხადია - ბიძინას საქმე მძიმედაა, სანქციებისა თუ სხვა გზებით, მასზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება

„ვაშინგტონ პოსტის“ გუშინდელი სარედაქციო წერილი აფრთხილებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გადარჩენის უკანასკნელი შანსია, - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გამოცემა The Washington Post-ის სარედაქციო სტატიას, სადაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზეა საუბარი.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, სარედაქციო კოლეგიის წერილით, სერიოზული განაცხადია“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქმე „მძიმედაა“ და სანქციებისა თუ სხვა გზებით, ივანიშვილზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება.

„მრავალ კრიტიკულ შეფასებას შორის, რომელიც გვესმის, „ვაშინგტონ პოსტის” გუშინდელი სარედაქციო წერილი განსაკუთრებით საყურადღებოა ორი მიზეზით:

1. წერილი აფრთხილებს როგორც ქართველ ხალხს, ასევე დასავლეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის გადარჩენის უკანასკნელი შანსია. ეს განაცხადი აშშ-ში მკვეთრად, მკაფიოდ და ღიად პირველად კეთდება.

2. ამ გაზეთის სარედაქციო წერილი არაა ჩვეულებრივი სტატია-ვაშინგტონის პოლიტიკური ხაზების ერთგვარი ინდიკატორია. შესაბამისად, დემოკრატიის განადგურების გეგმაში ივანიშვილის მხილება, სარედაქციო კოლეგიის წერილით, სერიოზული განაცხადია-ბიძინას საქმე მძიმედაა, სანქციებისა თუ სხვა გზებით, ივანიშვილზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება.

26 ოქტომბერი ბოლო შანსია საქართველოს თავისუფლების და ევროპული მომავლის გადასარჩენად. ეს გვითხრა მსოფლიოში პოლიტიკური გავლენით, შესაძლოა, ყველაზე მსხვილმა პუბლიკაციამ”, - წერს სამადაშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის