თეთრი სახლი - ბატონმა პუტინმა ჩვენს არჩევნებზე საუბარი და მასში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, წერტილი

ბატონმა პუტინმა უნდა შეწყვიტოს ჩვენს არჩევნებზე საუბარი, წერტილი. მან, ასე თუ ისე, უპირატესობა არავის უნდა მიანიჭოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირატესობას კამალა ჰარისს ანიჭებს.

„ერთადერთი, ვინც უნდა განსაზღვროს, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, არის ამერიკელი ხალხი და დიდად მადლიერი ვიქნებით, თუ ბატონი პუტინი, შეწყვეტს ჩვენს არჩევნებზე საუბარს და შეწყვეტს მასში ჩარევას“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს კამალა ჰარისს უჭერს.

„ვამბობდი, რომ ჩვენი ფავორიტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოქმედი პრეზიდენტი, ბატონი ბაიდენი იყო. ის მოხსნეს რბოლიდან და მან რეკომენდაცია მისცა ყველა თავის მხარდამჭერს, რომ მხარი დაუჭირონ ქალბატონ ჰარისს. ასე რომ, ჩვენც ასე მოვიქცევით, მხარს დავუჭერთ მას“, - აღნიშნა პუტინმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს