თამარ კორძაია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს

ამ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიიღოს.

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ წამზომი ჩართულია. ჩართულია ორივე მიმართულებით - ჩვენი სახელმწიფოს ევროინტეგრაციის დადებითად გადაწყვეტა და ასევე, თავისუფალი სივრცეების განადგურების ნაწილში. ჩვენ სასამართლოზე არაერთხელ წარმოგიდგინეთ არგუმენტები. თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ვინც იქ იყვნენ და დაობდნენ - გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ, გიორგი დავითური - ეს ადამიანები, ისევე როგორც რუსეთში არ არსებობენ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ისე არ იქნებიან საქართველოში. ამიტომ არის გადაწყვეტილება სასწრაფოდ მისაღები. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ საქართველოში ისევე არ გაქრეს თავისუფალი მედია, როგორც რუსეთში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში არ არსებობს “რადიო თავისუფლება” და ა.შ და ნუ გავაგრძელებთ იმ გზას, რაც რუსეთშია დღეს. ნუ ჩავყვებით იმ ტოტალიტარიზმს, რაც არის რუსეთში. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან გვაქვს უმძიმესი პრეცედენტები, როდესაც ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ საქართველოს დავა მოუგო. მე მას ამას ვულოცავ, მაგრამ ჩვენ წინ უარესი გველოდება. იმიტომ რომ ამ კანონის ყოველწუთიერი მოქმედება უმძიმეს დარტყმას აყენებს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თითოეულ ადამიანს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა