სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა კრიმინოლოგებს წარუდგინა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან - ნათია სონღულაშვილთან ერთად, კრიმინოლოგებს და დარგის ექსპერტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა გააცნო, რომელიც პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალური გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში, ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.

„აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.

რაც შეეხება სახელმწიფო მონიტორინგს, იგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

კრიმინოლოგებმა და დარგის ექსპერტებმა სამსახურის ინიციატივა დადებითად შეაფასეს, იმსჯელეს განსახილველი დანაშაულის, მათ შორის პედოფილიის გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციის მექანიზმებზე და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი რეკომენდაციები გაუზიარეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პედოფილიასთან და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

შეხვედრას, გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან ქუთათელაძე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი თუმანიშვილი, „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ მეცნიერ თანამშრომელი გიორგი თორდია, სამართლის დოქტორი, პროფესორი ამირან მოსულიშვილი, „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი თემურ ცქიტიშვილი, „მაქს პლანკის“ ინსტიტუტის კრიმინოლოგი ალექსანდრე ღლონტი, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე და „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, კრიმინოლოგი დავით წულაია ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში