ირაკლი ქარსელაძე - ქალაქ ოზურგეთში ურბანული განახლების პროექტები გრძელდება

ოზურგეთში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ურბანული განახლების პროექტები ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის პროექტები დამატებით მუხტს შესძენს იმ პოტენციალს, რომელიც ოზურგეთს გააჩნია და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს როგორც მოსახლეობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარსელაძე ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, ოზურგეთში, ერთ-ერთი ცენტრალური, კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია უტარდება 1500 მ სიგრძის სავალ ნაწილს, სადაც ეწყობა ახალი ასფალტბეტონის საფარი, სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველო ბილიკები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. იცვლება გარეგანათება, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება წყალარინების სისტემას, ქუჩის ელექტრო მომარაგებისა და ბუნებრივი აირის ქსელს.

„ძალიან დიდი საინჟინრო სამუშაოები ჩატარდა სანიაღვრეების, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციების განახლების მიმართულებით. მთლიანად მიწის ქვეშ მოექცა შესაბამისი საინჟინრო ქსელები. მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების - პარკების სრული რეაბილიტაცია, სადაც რეკრეაციული ფუნქციის გარდა, გაჩნდა დასასვენებელი და გასართობი სივრცეები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მოეწყო კაფე და სხვა ტიპის საინტერესო ინფრასტრუქტურა. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც როგორც კერძო სექტორი, ისე მოსახლეობა თვისობრივად ახალ მომსახურებებს მიიღებს“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კოსტავას ქუჩის განახლების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ოზურგეთში უკვე დასრულდა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის (დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების) განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სხვადასხვა დანიშნულების შენობას, განახლდა გზის საფარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედანი, განთავსდა მოსასვენებელი სკამები.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკსა და მიმდებარე შენობებს, სადაც მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარეგანათებები, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეები.

ურბანული განახლების პროექტების განხორციელების შედეგად, შეიცვალა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ურბანული იერსახე, შეიქმნა ახალი მიზიდულობის სივრცეები, როგორც ქალაქის მოსახლეობისათვის, ისე მისი სტუმრებისათვის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო