ირაკლი ფავლენიშვილი - რუსეთის მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს

რუსეთის მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია და ამ დროს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს და მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოება უბრალოდ შეუძლებელია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ Sputnik-ისა და Russia today-ის წამყვანები არიან“.

„მათი ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია არის ის, რომ კრემლის ნარატივი გაიმეორონ და ამ დროს მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოებას არ უნდა ველოდოთ. რუსეთის მიზანს, რომელიც ყველა ერის მოსპობასა და კავკასიის რეგიონის მთლიანად დამორჩილებას გულისხმობს, აფხაზებიც და რუსეთის მოკავშირეებიც ხვდებიან. ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ძალიან მარტივი იქნება მათთვის არჩევანის გაკეთება. მანამდე კი სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მათ შორის ეროვნულ პოლიტიკასაც ვერ ატარებს და ამის იმედი არც გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე