ირაკლი კობახიძე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს

რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული, როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დღე, რომელიც არის ნამდვილად ისტორიული, როგორც უნივერსიტეტისთვის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს.

უნივერსიტეტმა უკვე შექმნა თავისი მაღალი რეპუტაცია, მის შესახებ, ბუნებრივია, ძალიან მაღალ ტონალობაში შეიძლება უკვე საუბარი იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში დაგროვდა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისს და იმერეთის მხარეს აქვს განსაკუთრებული აკადემიური ტრადიციები, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. ძალიან დიდი ფესვები აქვს, დიდი ისტორია აქვს აკადემიურ ტრადიციებს ამ ქალაქში და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება, შექმნა, არის ამ ტრადიციების ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელება.

4 წლის განმავლობაში უნივერსიტეტი თანდათანობით ვითარდებოდა, თანდათანობით ფართოვდებოდა და დღეს, ჩვენ ვხედავთ უნიკალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ არის შექმნილი. რა თქმა უნდა, უნიკალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სასწავლო პროგრამები, რომლებიც თანდათანობით ვითარდება და ფართოვდება. წელს სრულდება, დამატებით, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, 27 000 კვ.მ. ფართობის შენობა - ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის რესურსების გაფართოებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა