ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში ჩადის, გერმანიის კანცლერი არ ხვდება, ამიტომ ცოტა ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დავიცვათ - მეც მაქვს სურვილი აშშ-ს პრეზიდენტს შევხვდე, მაგრამ ასე არ არის!

ერთი რამ გაიგეთ, საქართველო ნეოკოლონიალური სტატუსის მქონე ქვეყანა არ არის და ამ სტატუსს არ მიიწებებს - როცა ჩვენი დელეგაცია გერმანიაში ჩადის, მას გერმანიის კანცლერი არ ხვდება! მეც მაქვს აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ასე არ არის! - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებთან და ასევე, მმართველი გუნდის მხრიდან მათთან მხოლოდ დეპუტატ ნიკა სამხარაძის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გერმანელ პარლამენტარებს პროტოკოლით დადგენილი წესით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა და “ყველა ამ წესსა და რიგს უნდა გაჰყვეს“.

“როცა ჩვენი დელეგაცია გერმანიაში ჩადის, საპარლამენტო დელეგაციას გერმანიის კანცლერი არ ხვდება, მითუმეტეს როდესაც დელეგაციაში არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი ვიცე-სპიკერი ან კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდება, არა თუ მაღალი თანამდებობის პირი. ამიტომ ცოტა ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დავიცვათ. მეც მაქვს სურვილი აშშ-ს პრეზიდენტს შევხვდე, მაგრამ ასე არ არის!” - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ვიდრე ვინმე საქართველოში დემოკრატიის ხარისხს გააკრიტიკებს, კარგად უნდა გაეცნოს, რა ხდება სხვა ქვეყნებში - მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში. ქადაგიშვილის შეფასებით, საქართველოსთან შედარებით, კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატია უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ “იმის გამო, რომ მათთან გარკვეული გეოპოლიტიკური პრეტენზია არა აქვთ, მათთვის ყველაფერი მოსულა, ხოლო საქართველოსთვის არ მოსულა“.

“ჩამოდიან ისე, რომ კლიშე აქვთ მიწებებული - აქვთ კოდი, რომ იმის გამო, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვიღაცის ფარულ საქმიანობას ასაჯაროებს, არის რუსული. მთელი პოლიტიკა ამაზე აქვთ აწყობილი, მაგრამ ეს პოლიტიკა ხანმოკლეა და ის დაიძლევა.

ევროპაში, მათ შორის გერმანიაში, საზოგადოება ხედავს, რომ ის პოლიტიკური კლასი, რომელიც ევროპას მართავს, გარკვეულ გადახალისებას საჭიროებს. ევროპაში მიმდინარე საარჩევნო პროცესები ხალხის განწყობის შეცვლას აჩვენებს.

აბა, შედით გერმანიაში და 5 თეთრი დახარჯეთ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, განათლების ან ნებისმიერ სხვა სფეროში, თუ ეს 5 თეთრი ბოლომდე არ იქნება შესწავლილი, თუ რაში დაიხარჯა, ვინ მოგცათ და ვინ იყო ამ 5 თეთრის უკან მდგომი. მათ კანონები აქვთ ასეთი, მაგრამ საქართველო არის ის ქვეყანას, სადაც თურმე ექსპერიმენტები უნდა ჩატარდეს.

ერთი რამ გაიგეთ, საქართველო ნეოკოლონიალური სტატუსის მქონე ქვეყანა არ არის! საქართველო ამ სტატუსს არ მიიწებებს! ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიზნები და ამ მიზნებისკენ მივდივართ. ყველამ კეთილი ინებოს და ამას პატივი სცეს!

ჩვენ არ გვინდა ქვეყანა, რომელიც იქნება სხვის ხელში სათამაშო - ამას ჩვენ არ დავუშვებთ!“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება