ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკში, დაახლოებით, 6 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

ზუსტად ერთი თვე გავიდა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად 1 300 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის დაწყებიდან. ეს ის საზღვარია, საიდანაც პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე ომის გასავრცელებლად ემზადებოდა. ის ემზადებოდა ახალი შეტევის დასაწყებად ჩვენი ქალაქ სუმის წინააღმდეგ. ჩვენ შემოვაბრუნეთ თამაში და ჩვენი კონტრშეტევის წყალობით ომს რუსეთის ტერიტორიისკენ ვუბიძგებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად კურსკის ოლქში აკონტროლებს 1 300 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას, რომელიც 100-ზე მეტი დასახლებას მოიცავს.

„ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ მიატოვეს რუსულმა ჯარებმა. ისინი უბრალოდ გაიქცნენ, როცა დაინახეს ჩვენი ჯარის მიახლოება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის პირველი თვის განმავლობაში დაახლოებით 6 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება