შემოსავლების სამსახურს მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვიორელ დოაგას და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ,,ტრანზიტის საერთო პროცედურების“ (CTC) კონვენციის დებულებებისა და ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) საქართველოში დანერგვის პროექტის მიმდინარეობისას, მიღებული გამოცდილების გაზიარება მოლდოველი კოლეგებისთვის.

„საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი NCTS-ის პროექტის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებისა და პრაქტიკული ასპექტების, ასევე სატრანზიტო სისტემის ავტორიზაციების/გარანტიებისა და რისკების მართვის მოდულების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა - ,,სგპ. ,,სარფის“ და ,,წითელი ხიდის“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც საბაჟო საზღვრის კვეთის პროცესს დაესწრნენ. ამასთან, სტუმრები თბილისის, ბათუმისა და ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის გაფორმების პროცედურებს გაეცნენ. მოლდოველი კოლეგები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრსაც ესტუმრნენ და სხვადასხვა დისტანციური მომსახურების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია მოისმინეს.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა