გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის

ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ გერმანიის საელჩოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იქნება სრულად ფუნქციური დემოკრატია საქართველოში.

„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები აქ საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის.

ჩვენ ყველას გვესმის, რა დგას საფრთხის ქვეშ ახლა - ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ნამდვილად ღრმად ვწუხვარ, განცხადებების გამო, როგორიც არის: „ჩვენ ვაპირებთ ოპოზიციის განადგურებას არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ უდიდეს უმრავლესობას“. ყველაფერი ეს კარგი არ არის სტაბილური დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და იმისთვის, რასაც ქართველი ხალხი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ესწრაფოდა.

ჩვენ ყველა დავაკვირდებით 26 ოქტომბრის არჩევნებს და ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ სრულად ფუნქციურ დემოკრატიას საქართველოში. ეს ჩემი იმედიც და სურვილიც არის ყველა თქვენგანის მიმართ”, - განაცხადა დეპუტატმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა