ირაკლი კობახიძე წყალტუბოში მომხდარ შემთხვევაზე - ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე - ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე - ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კრებსითად „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული სისტემისთვის.

„პირველ რიგში, მინდა ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოვთქვა. ეს არის უმძიმესი, ტრაგიკული შემთხვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ყურადსაღებია ის ტენდენციები, რომლებიც ხელოვნურად ინერგება ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში, ქართულ პოლიტიკაში. ეს არის თავიდან ბოლომდე გარედან ხელოვნურად დანერგილი ტენდენციები, რასაც ჩვენ ლიბერალურ ფაშიზმს ვუწოდებთ. ამის მორიგი გამოვლინება ვიხილეთ ჩვენ და ამ ყველაფერმა შეიწირა ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი დასრულდეს. ამისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კრებსითად „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ პოლიტიკურ სისტემაში დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ შემთხვევაში, ჩვენ დაგვრჩება ლიბერალური ფაშიზმი. როდესაც აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტია, საქართველოში მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი, ე.წ პოლარიზაცია, რადიკალიზმი. ეს არის აუცილებელი ქვეყანაში დემოკრატიული სისტემისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.

უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე