პრემიერი - ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, სწორედ „ქართული ოცნებაა"

რეალურად, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ამბიციური და რეალისტური დაპირებები, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების დაპირებები.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია „ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე“.

რაც შეეხება ოპოზიციას, ერთი არის „ლელო“, რომელიც ამბობს 1000-ლარიან პენსიას, მეორე არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამბობს 500-ევრო პენსიას, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი ციფრები, რომელსაც არავითარი მყარი საფუძველი არ აქვს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ დაპირებებით გამოვდივართ, ჩვენი დაპირებები ეფუძნება კონკრეტულ, რეალურ გათვლებს. ჩვენ ვითვლით იმას, თუ როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იქნება საბიუჯეტო პარამეტრები და ამის შესაბამისად, რისი საშუალება ექნება ქვეყანას პენსიების თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო