ირაკლი კობახიძე დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე - ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ - ეს აქტი არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება

ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ეს აქტი, რაც ვიხილეთ კონკრეტული დეპუტატის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა განმარტა, არ უნდა დავუშვათ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, მათ შორის, ამ ყველაფრის უცხოეთიდან დაფინანსება.

„ზოგადად, ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ეს აქტი, რაც ვიხილეთ კონკრეტული დეპუტატის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ყოველ ჯერზე, ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ შემთხვევაში გულწრფელი მოქალაქე არასდროს არის ასეთი აქტის ავტორი, ყოველ ჯერზე არიან რადიკალური პარტიების ან რადიკალური „ენჯეოების“ წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, უცხოელიც იყო ჩართული, რაც შემაშფოთებელია. რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება, მათ შორის, ამ ყველაფრის უცხოეთიდან დაფინანსება. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ჰქონდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იყო ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ინფორმაცია გახდება გამჭვირვალე ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, დონორები თავს შეიკავებენ ასეთი აქტების დაფინანსებისგან“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მხარდაჭერის გამო, მოქალაქემ „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი