გამომძიებელი - ირაკლი ეძგვერაძემ გასაუბრებისას აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია - ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, გიორგი აბუაშვილის განცხადებით, საკრებულოს დაკავებულ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გამოკითხვისას პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართულ დარტყმაზე, ან ცემაზე არ მიუთითებია.

გამომძიებლის განმარტებით, ისინი ეძგვერაძისგან მიღებულ ინფორმაციას სამართლებრივად შეაფასებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„შემოსულ შეტყობინებაზე ინფორმაციის მიღების მიზნით შევხვდით ირაკლი ეძგვერაძეს. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია, ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს. ასევე პრეტენზიას აფიქსირებს, რომ მას პოლიციელები დაკავებისას უხეშად ექცეოდნენ. ამ ინფორმაციას შევაფასებთ და შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

კონკრეტული პიროვნების ვინაობის მითითებით მას საუბარი არ ჰქონია. დაზიანებებს რაც შეეხება, სწორედ დაზიანებებთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია შემოსული, სწორედ ამიტომ შევხვდით მას”,- განაცხადა აბუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს