შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონპროექტი არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებსაც დღის წესრიგს გარედან უგეგმავენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონპროექტი არის წყალგამყოფი ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებსაც დღის წესრიგს გარედან უგეგმავენ.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლგბტ თემა არის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც წყალგამყოფია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ამ ქვეყნისა და საზოგადოების პატრიოტები არიან და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც საკუთარ დღის წესრიგს აწყობენ იმაზე თუ რას ეტყვიან გარედან. სწორედ ესაა, რაც უთხრეს გარედან, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონს, ამიტომაც მხარს არ უჭერენ. თუმცა იმასაც ვერ ბედავენ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და ეს საჯაროდ თქვან, იმიტომ, რომ დადიან, წინასაარჩევნო შეხვედრები აქვთ და იციან, რომ, რა თქმა უნდა, მათ კითხავენ თუ რატომ უჭერენ მხარს ლგბტ პროპაგანდას?! რატომ უჭერენ მხარს იმას, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო მასალებში ლგბტ პროპაგანდის თემები შეჰქონდეთ?! რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა და სხვა თემები, რომელზეც სწორედ ეს კანონია მომართული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია