ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას აქვს დაკვეთა, რომ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება, მხარი არ დაუჭირონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, რადგან მათ არ სურთ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს დაკვეთა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

„რეალურად, ბოიკოტის მთავარი მიზეზი არის ეს კანონპროექტი. მათ არ სურთ მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. მათ აქვთ დაკვეთა, რომ ასეთ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. მათ პირიქით ხელი უნდა შეუწყონ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას. ჩვენთვის, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, სწორედ, ამიტომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ არჩევნები არის რეფერენდუმი და ეს არის რეფერენდუმი, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას აირჩევს ქართული საზოგადოება - აირჩევს ამ ფსევდოლიბერალურ ლგბტ პროპაგანდას, თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს. რადიკალური ოპოზიციის მხარეს არის ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, „ქართული ოცნება“ და ჩვენი მხარდამჭერები ირჩევენ ტრადიციულ ფასეულობებს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როდესაც აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისმის შეშფოთება, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ეს „არის უკიდურესად შემაშფოთებელი“.

„ეს კრიტიკა არის ჩვენთვის შემაშფოთებელი, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი ჩინოსანი გამოდის და აკრიტიკებს კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. არავითარი ადამიანის უფლებების შეზღუდვა და ა.შ., მხოლოდ და მხოლოდ საუბარია კანონპროექტში ლგბტ, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შეზღუდვაზე. როდესაც ასეთ კანონპროექტთან დაკავშირებით ისმის შეშფოთება, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლის მხრიდან, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. ჩვენთვის ევროპა ნიშნავს, სწორედ, რომ ტრადიციულ ფასეულობებს, ჩვენთვის ევროპა ნიშნავს ქრისტიანულ ფასეულობებს და თუ ვინმეს სხვანაირად უნდა წარმოაჩინოს ევროპა, ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით განმსჭვალულია, სწორედ საზოგადოების განწყობებს უნდა ეყრდნობოდეს.

„ისინი, რომ მოქმედებდნენ ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, ისინი ბუნებრივია, ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაცია არის ის, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე კოლექტიური კუბილიუსი. ამ ყველაფრით ისინი, რა თქმა უნდა, ამ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდებიან“, - აღნიშნა კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს