შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ნათელია - უცხოელი პოლიტიკოსების, დონორებისა და დიპლომატებისგან, საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში არ მოუსმენიათ

საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ნათელია, რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდექსებით - სხვადასხვა პოლიტიკოსები და ჯგუფები პირდაპირ სიყალბესა და ცრუ ნარატივებს უყენებენ საქართველოს, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა, რაც ცრუ ნარატივების შექმნა და გავრცელებაა საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, უცხოელი პოლიტიკოსების, დონორებისა და დიპლომატებისგან, საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში არ მოუსმენია.

„როდესაც საქმე ფაქტებს და რეალობას ეხება, საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ნათელია, რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდექსებით. ეს აჩვენებს, თუ როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროა, თუკი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან - საქართველოს წინააღმდეგ.

პოლიტიკოსები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ სიყალბესა და ცრუ ნარატივებს უყენებენ საქართველოს, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა, რაც ცრუ ნარატივების შექმნა და გავრცელებაა საქართველოს წინააღმდეგ.

ყოველ ჯერზე ან კვლევებით დასტურდება, რომ ეს სიცრუეა, ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადასტურებს ხოლმე, და არც ერთხელ, არცერთი დიპლომატისგან, დონორისგან და უცხოელი პოლიტიკოსისგან, რომლებიც ამ ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ, ქართველ ხალხს მათი მხრიდან ბოდიში არ მოუსმენია. პირიქით, ცრუ ნარატივების აგრძელებენ ხოლმე. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხის წინააღმდეგ,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია