შალვა პაპუაშვილი დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე - მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები თავის დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და თურმე თვითონ დონორია ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი

მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები თავის დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აღმოჩნდა რომ თავად დონორია დაკავებული იმით, რომ გადაიღოს და გაავრცელოს ბულინგის კამპანიის ამსახველი ვიდეო, რაც, მისივე თქმით, გაუგებარია.

„მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია და თურმე სად ხარ, თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც თავმომწონედ ავრცელებენ, როდესაც ოჯახის წევრების, არასრულწლოვანების თანდასწრებით პირდაპირ ესხმიან თავს ადამიანს. ეს არის სამარცხვინო! ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის შემოტანილი, თავს მოხვეული ინსტრუმენტები პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც უცხო არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აი ასე წაყრუებით, თვალის დახუჭვით და მოძალადე და ზიზღის კამპანიის შემოქმედების ჩახუტებით მიიყვანეს ყველაფერი ამ მდგომარეობამდე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!