კახა კალაძე - მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს.

„მინდა, ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტი გვაქვს. ბევრი ევროპული უნივერსიტეტი მინახავს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეგიონში თავისი განათლების სისტემით, ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიებით მართლაც საერთაშორისო დონისაა. მიხარია, რომ განათლებას ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ინიციატივით და დაფინანსებით დაარსდა აღნიშნული უნივერსიტეტი.

„ეს პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დამსახურებაა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს ვერ ხედავდეს ამ პროექტის მნიშვნელობას, მაგრამ გავა წლები და სრულიად საქართველო დაინახავს, რამდენად საჭირო იყო მისი განხორციელება ქვეყნისთვის. მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს პროექტისთვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს