თამარ კორძაია - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის უკანასკნელი განმარტება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს ეწინააღმდეგება - ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასების საგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის უკანასკნელი განმარტება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს ეწინააღმდეგება - მივმართავთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას - ამოვიდნენ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასების საგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, ყველა ტელევიზიამ ეთერში ყველა პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

„დღეიდან, ტელევიზიებმა, საერთო საეთერო მაუწყებლებმა, უნდა გაუშვან ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო რეკლამა. ჩვენმა „ერთიანობამ” კანონის სრული დაცვით მოამზადა წინასაარჩევნო რგოლები იმ ქრონომეტრაჟით, რასაც კანონი ითხოვს. გუშინდელს მერე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ჩვენი იურისტები ვარკვევთ, რა დროით და რა ხანგრძლივობით უნდა წარვადგინოთ რეკლამები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეკომპანიებში. ჩვენ მუდმივად გვაძლევენ განსხვავებულ განმარტებებს და უკანასკნელი განმარტება (ზეპირი), ეწინააღმდეგება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ასეთი მიდგომა, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების მდგომარეობას აუარესებს და სულ უფრო ამცირებს სარეკლამო დროს პოლიტიკური სუბიექტებისთვის, აყენებს მათ მძიმე და არათანაბარ მდგომარეობაში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან შედარებით. ასევე, ეს საფრთხეს უქმნის ყველა ტელევიზიას, რომელიც კანონის სწორი განმარტებით გაუშვებს დღეს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას. ამიტომ, მივმართავთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას - საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებიდან ამოვიდნენ და არა მისი ტექნიკური და სიტყვითა განმარტებიდან. მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი არადისკრიმინაციული წვდომა ყველა სუბიექტის წინასაარჩევნო სარეკლამო დროზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასების საგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ”, - განაცხადა თამარ კორძაიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია