გიორგი ამილახვარი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით - KIU გახდება მულტიპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრადხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით. გაიზრდება უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა – KIU გახდება მულტიპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის, კლუბები, სპორტული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, უნივერსიტეტში შექმნილია ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია – უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები.

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომელთან ერთადაც ხორციელდება ერთობლივი პროგრამები. ამ საქმეში მხარდაჭერისთვისა და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ.

ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია განათლება და მეცნიერება. შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი მაქსიმალურად სწრაფად გავუთანაბროთ წამყვანი ევროპული ქვეყნების საუნივერსიტეტო განათლებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, აკადემიური და შინაარსობრივი თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშავდება და საზოგადოებას მალე წარედგინება ის ამბიციური გეგმა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში სრულიად განახლებული უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი”, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე