გიგი წერეთელი - სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს, რა პროცესებია ჩვენთან - დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, შენიშვნებს და ეს ყველაფერი იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს

სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესებია ჩვენთან საქართველოში, დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, ვიღებთ შენიშვნებს, ვიღებთ მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა - ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის შენიშვნა, რასაც ვიღებთ სტრატეგიული პარტნიორებისგან, ხელისუფლების ნაბიჯების დამსახურებაა.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რა შედეგი მოაქვს ხელისუფლების პოლიტიკას, ყოველდღიურად ვხედავთ დისტანცირებას, დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, ვიღებთ შენიშვნებს, ვიღებთ მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესებია ჩვენთან საქართველოში, სტატიები საერთაშორისო მედიაში, ახლა გერმანიის ბუნდესტაგის წევრების განცხადებაც, რომ სანამ იქნება ანტიდასავლური რიტორიკა, სანამ იქნება რუსული კანონი, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში შეჩერებულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ცვლილებებია ამ ყველაფრის გადაწყვეტის გზა და თუ კი გაგრძელდება დისტანცირება დასავლეთისგან, ჩვენ მხოლოდ წავაგებთ და ქვეყანა ისევ სიღარიბეში იქნება, ხოლო თუ შეიცვლება ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს ქვეყანაა, არჩევნების შემდეგ ჩვენ წავალთ სწრაფი ნაბიჯებით ევროკავშირისკენ და ხელში გვექნება ევროპული კეთილდღეობა", - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს