დავით კოდუა - შეხვედრებზე მოქალაქეები ამ არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე თავადვე საუბრობენ და უზარმაზარ მხარდაჭერას გვიცხადებენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დავით კოდუამ აღნიშნა, ორულუში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას გაზიფიცირება წარმოადგენდა, თუმცა პროცესი დასრულდა და ამჯერად ბუნებრივი აირის ქსელზე მოსახლეობის ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. არის საჭიროებები საბავშვო ბაღის, სკოლის და შიდა გზების მიმართულებით - რაც აუცილებლად განხორციელდება.

„ორულუ - ეს არის სოფელი, რომელიც უშიშრად იდგა 2012 წელს და სამეგრელოში ერთ-ერთმა პირველმა უმასპინძლა „ქართული ოცნების" ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მაშინ სოფლის მცხოვრებლების სწორი პოზიციის დაფიქსირებას „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმმა პროვოკაციის მოწყობით უპასუხა. საბედნიეროდ, ეს რეჟიმი დამარცხდა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით უკან არც არასდროს დაბრუნდება!

დღეს 2012 წლის 12 ივნისი ეს შეხვედრაც გავიხსენეთ, ბევრი ძველი თანამებრძოლიც ვნახე. განსაკუთრებულად მახარებს, რომ შეხვედრებზე მოქალაქეები ამ არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე თავადვე საუბრობენ და უზარმაზარ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ჩვენ ერთობით გავიმარჯვებთ და წავიყვანთ ამ ქვეყანას მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ", - აცხადებს კოდუა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება