ვოლფგანგ ჰერმანი - ოცნებები ვერასოდეს ახდება, თუ ადამიანების ხელგაშლილობა არ სდევს თან - ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტრო ავრცელებს.

„ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის ქართული ოცნება! ნამდვილად საერთაშორისო და გლობალური უნივერსიტეტის დაარსება, აი ეს არის ახდენილი ოცნება! ჩვენი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პატივია 150-წლიანი ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს უნივერსიტეტთან.

ოცნებები ვერასოდეს ახდება, თუ ადამიანების ხელგაშლილობა არ სდევს თან. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებისთვის. ამიტომ, უდიდესი პატივისცემა მინდა, გამოვხატო მის მიმართ და მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ასეთი მასშტაბური ფინანსური მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, საუბარია 1 მილიარდ ევროზე! ბატონი ბიძინა არის ჭეშმარიტი ქართველი პატრიოტი! ეს შეიძლება მისაბაძი გახდეს სტუდენტებისთვის. სწორედ ამიტომ ვეუბნები ახალგაზრდებს, რომ მომავალში ირწმუნონ საკუთარი თავის, თავისი შესაძლებლობებისა და ნიჭის. ახალგაზრდებს ნამდვილად აქვთ უნარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში‘‘, - აცხადებს ვოლფგანგ ჰერმანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე