ვოლფგანგ ჰერმანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ადგილია ქვეყნის საუკეთესო, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ადგილია ქვეყნის საუკეთესო, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ჩემთვის პატივია, რომ ვიმყოფებოდე აქ. პატივია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენენ ასეთი ღვაწლმოსილი და პატივსაცემი ადამიანები, - განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე ვოლფგანგ ჰერმანმა KIU-ს დაარსების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მომავალში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ახლა ვსახავთ გეგმებს და გაფართოების პროცესში ვართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მედიცინა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგების გამოყენება. კერძოდ, უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდება ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მომავალში მოემსახურება კავკასიის მთელ რეგიონს და იქნება მიმზიდველი როგორც ევროპული, ასევე მსოფლიოს საზოგადოებისთვის.

ინტერნაციონალიზაცია, ინტერდისციპლინარულობა და დიდი სულისკვეთება იყო, რამაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებული გახადა.

ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მედიცინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამაში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება და კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. გქონდეთ ამის იმედი!

საქართველოს მსურს, ვუსურვო მშვიდობიანი მომავალი. ეს შესანიშნავი ქვეყანა მართლაც მნიშვნელოვანია ევროპისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენ მალე ევროკავშირის წევრი გახდებით‘‘, - განაცხადა ჰერმანმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ