ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტაჟს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და ავსტრალიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ავსტრალია არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი წყნარი ოკეანის რეგიონში და მადლობა გადაუხადა ელჩს ავსტრალიის მხრიდან რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, შიდა პოლიტიკასა და სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა