ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე - “ამბროზეტი” განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის, ნატო-ს ალიანსის ნაწილი.

"რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევთან უსაფრთხოების გარანტიები მინსკის შეთანხმებებისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომლებიც “ხაფანგი იყო”, ვინაიდან მინსკის შეთანხმებებმა კონფლიქტი გაყინა, რამაც რუსეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის მომზადების საშუალება მისცა, “ამიტომ მინსკის [შეთანხმებების] უკრაინასთან რეალური უსაფრთხოების გარანტიებთან შედარება არ შეიძლება”. “მაშინ ნორმანდიის ფორმატზე ჩავედი, გვქონდა შეხვედრა გერმანია-საფრანგეთი-რუსეთი-უკრაინა. ვესაუბრე მას [პუტინს]. და მასთან შევთანხმდით, რომ იქნება ცეცხლის შეწყვეტა… რაღაც დროის შემდეგ მათ კონტაქტის ხაზზე ჩვენი დახოცვა დაიწყეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ პუტინს დაურეკა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეახსენა. “მან თქვა კი, ახლა გამოვასწორებთო. რაღაც დრო გავიდა და მათ კვლავ დაიწყეს ჩვენი დახოცვა. ისინი ემზადებოდნენ. ამიტომ არანაირი გაყინული კონფლიქტი”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს