ცესკოს სპიკერი - ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრებს კანონმდებლობის კრიტერიუმების მიხედვით არჩევს - პოზიცია დროებითია და  ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, არჩევნებს მიღმა დასაქმებულები იყვნენ

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრებს კანონმდებლობის კრიტერიუმების მიხედვით არჩევს - ეს პოზიცია არის დროებითი და ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, არჩევნებს მიღმა დასაქმებულები იყვნენ,- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატებისთვის დამატებით შემოღებულია გასაუბრება და ცესკო-ს ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა, კანდიდატებს გაესაუბროს.

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა მოხდეს შეფასება საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების, იოსელიანი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, სრულად საჯაროა.

„საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები უკვე არჩეულები არიან, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე აირჩიეს, ხმათა უმრავლესობით. ცესკო მათ კანონმდებლობის კრიტერიუმების მიხედვით არჩევს, ასევე, კანდიდატებისთვის დამატებით გვაქვს შემოღებული გასაუბრება. გასაუბრება “ლაივ” რეჟიმში მიმდინარეობს.

ცესკო-ს ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა, გაესაუბროს კანდიდატებს და დაადგინოს, რამდენადაა კვალიფიციური აღნიშნული პირი ამ კონკრეტულ თანამდებობაზე ასარჩევად. რამდენად აქვს მას საარჩევნო გამოცილება; ასევე რამდენად აქვს იმ პროცესების მაღალი ცოდნა, რომელიც საარჩევნო კომისიაში არჩეულ დროებითი კომისიის წევრს მოეთხოვება; ასევე აქვს თუ არა იმ პროექტებში მონაწილეობა მიღებული, რომელიც ცესკო-ს რამდენჯერმე აქვს. ასეთი კვალიფიკაციის და უნარის ადამიანების შერჩევა არის ძალიან საპასუხისმგებლო.

ასევე, ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები, შესაძლოა, არჩევნებს მიღმა დასაქმებულები იყვნენ. თავად სახელიც გვეუბნება - საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები. ეს პოზიცია არის დროებითი - არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების დასრულებამდე. ბუნებრივია, რომ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანის მოძებნა საკმაოდ რთულია და არც ისაა გასაკვირი, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში იმიტომ, რომ ამას კანონი არ კრძალავს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა