ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ემთხვევა მოსაზრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშია - ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების ასახვა

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოხატავენ ქართველი ხალხის ინტერესებს, ემთხვევა მოსაზრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშია. ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების ასახვა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება” იზოლაციისკენ მიდის და ეს ქვეყანაში ემიგრაციის ზრდასა და სიღარიბეს გაზრდის.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილშია. ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების დაფიქსირების ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ასახვა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ევროპის კავშირი, უნდა აირჩიონ კეთილდღეობა, სიმდიდრე და ზოგადად ის, რაც არის ჩვენი ყოველდღიურობა და ეს პირველ რიგში არის დემოკრატია. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება", რომელიც ერთის მხრივ მიდის იზოლაციისკენ და იზოლაცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ამ ემიგრაცია და სიღარიბე კიდევ უფრო გაიზრდება.

კონგრესმენები აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში დარეგისტრირებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ეხება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნესისთვის და განვითარებისთვის. ეს ერთის მხრივ უსაფრთხოების გარანტიების დაცვაა, თუმცა მეორე მხარეს იზოლაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გვთავაზობს.

რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, არის შემდეგი, 26 ოქტომბრის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და საქართველოს მოქალაქეების ნება - მოქალაქეების ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა - ასრულდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება