ხატია დეკანოიძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს - მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო

შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს. მას სურს გაღატაკებული, იზოლაციაში და რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო, - ასე გამოეხმაურა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია დეკანოიძე ჯინ შაჰინის განცხადებასა და „ქართული ოცნების“ პასუხს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ადასტურებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს.

„სიახლე არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ადამიანების სურვილია, რომ ქვეყანა იზოლაციისკენ წაიყვანონ, ამიტომ შესაბამისად, ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, პირველ რიგში ამჟღავნებს იმას, თუ რა სურს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს უნდა გაღატაკებული, იზოლაციაში, რუსეთის პირისპირ, მარტო დარჩენილი საქართველო, მაშინ როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობა ევროპის კავშირი და ჩვენ საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ურთიერთობები. ამიტომ ეს განცხადებები პირველ რიგში ადასტურებს იმას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა და რა გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის - ეს არის კეთილდღეობა ევროპის კავშირში და ეს არის პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს