ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-11 სეზონს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟის მიღებით აღნიშნავს.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს, მეთერთმეტედ უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მუსიკოსებს და მსმენელს შესთავაზებს დაუვიწყარ დღეებს მრავალფეროვანი პროგრამით.

„5 დღის განმავლობაში ბათუმი გახდება კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები. დაარსების დღიდან ფესტივალის მისიაა ქვეყნის საერთაშორისო კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ქართველი ტალანტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას. წელს პირველად, ფონდი „ლირა“, ფესტივალის ფარგლებში დააწესებს პრემიებს გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა პიანისტებისთვის და შესთავაზებს მასტერკლასებს ნორჩ მევიოლინეებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს UNESCO-ს ორგანიზაციის უწყვეტი პატრონაჟით.

ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერებია: საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის და სპორტისა სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს