გივი მიქანაძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრების ვიზიტზე - კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში - აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ შეხვდნენ

კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში - აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ შეხვდნენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მათ შეხვდა და ღია საუბარი ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერების ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, გერმანელ კოლეგებთან შეხვედრაზე პირდაპირ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მათი განცხადებები „აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანია“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ღია და პირდაპირი ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ოფიციალურად, წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. ამ პერიოდში, კონკრეტული ადამიანები ჩამოდიან, პრეტენზიებს გამოთქვამენ შეხვედრებზე. აბსოლუტურად არასამართლიანია განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ არ შეხვდნენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მათ შეხვდა და ჰქონდა ღია, გახსნილი საუბარი. პირდაპირ იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები და ორმაგი სტანდარტების კრიტიკა, არის აბსურდული, უსაფუძვლო, არასამართლიანი მიდგომა და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც რადიკალური ფრთა წარმოადგენს.

რაც შეეხება მათი მხრიდან განცხადებას, რომ მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება, ეს კონკრეტულად მათი გადასაწყვეტი არ არის. ეს არის ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის გადასაწყვეტი. 26 ოქტომბერს, როდესაც არჩევნებს ჩავატარებთ და ეს არჩევნები იქნება უმაღლესი სტანდარტით განხორციელებული, არანაირი მანიპულაციური საშუალება არ ექნება ოპოზიციას, რომ რაიმეზე, თუნდაც იოტისოდენაზე, აქცენტირება გააკეთოს და მათი ნებისმიერი განცხადება იქნება უსაფუძვლო, როგორც ამ 4 წლის განმავლობაში გვაქვს მოსმენილი, ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა. დავაფიქსირებთ ჩვენს სრულ მზაობას, რომ გაგრძელდეს ის ინტენსიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს ძალიან მალე მიიყვანს ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობამდე“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია