მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება

არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები.

ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“, - წერს დავით ნოზაძე სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, 11 წლის მოზარდს არხოტში დოღის ცხენი დაეჯახა. მოზარდი არხოტიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე