გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.

„სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში, რომელიც 600 მოსწავლეზეა გათვლილი, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 590 168.14 ლარს შეადგენს.

მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში სოფელ უდის პირველ საჯარო სკოლასაც ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ უდის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები. რეაბილიტაცია ასევე უტარდება გარე სპორტულ მოედანს. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შენობა გათვლილია 600 მოსწავლეზე და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 6 774 164.94 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად ახალციხის მე-5 და სოფელ უდის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეები 2024-2025 სასწავლო წელს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობებში შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. რეაბილიტაციის შემდგომ სააგენტო ასევე უზრუნველყოფს სკოლების აღჭურვას ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება