შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია - 26 ოქტომბერს გადაწყდება, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად

26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმია. მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს ოპოზიციის მიერ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას და იმას, რომ ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს.

"დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის - ეკლიანს, მტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების რყევას. ყველა კარგად ვხედავთ მათ ცალყბად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ, ჩვენს სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა წითელ ხალიჩაზე გაცვალონ.

ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს, ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად. ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთში და დასავლეთში, ჩვენი მთავარი პირობა: მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყო ჩვენი სამშობლოს მფარველი!", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო