ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას - მივესალმები ადამიანებს, რომელთაც ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ ამ ქვეყნის შვილები მუდამ ერთად ვდგავართ!

მივესალმები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს ამ გასაოცარ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთად დგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად ვდგავართ!, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, პარტიის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

მისი განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული ის ადამიანები არიან, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებენ.

“ამ კუთხის მნიშვნელობასა და სილამაზეზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი გარემო, როგორც აქაა, სადაც ერთმანეთთან საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და ადამიანი.

ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაფერზე ფასეული სწორედ თქვენ ხართ, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ