ირაკლი კობახიძე სადამკვირვებლო მისიაზე „ჩემი ხმა“ - იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს

ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ახალი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა" დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში.

„ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ ნახოთ მათი ფეისბუქ გვერდი, ისინი დაკავებულები არიან არა დაკვირვებით, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე, პირიქით, დამატებით ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ ისეთ შედეგს, რომელიც ეკადრება ჩვენს გუნდს და ისეთ შედეგს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა დედა ენის ბაღში სადამკვირვებლო მისია - "ჩემი ხმა" წარადგინეს. 30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია