ირაკლი კობახიძე - სამცხე-ჯავახეთის მიწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს - აქ ყოფნა ყველაზე მეტად შეგვახსენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი სამშობლოს წინაშე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სამცხე-ჯავახეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია 26 ოქტომბრის არჩევნები.

მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი.

კობახიძის განცხადებით, „26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი გაიმარჯვებს“.

„სამცხე-ჯავახეთის მიწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ისტორიის მანძილზე, ამ რეგიონის შვილებს მრავალი ბრძოლა აქვთ გადახდილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, აქ ყოფნა ყველაზე მეტად შეგვახსენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი სამშობლოს წინაშე, არცერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან იმ ბრძოლაში, რომელიც ღირსებისა და მშვიდობის დაცვას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის, საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის უზრუნველყოფას უკავშირდება. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რაც უკვე არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი და ამ რეფერენდუმში აუცილებლად ქვეყნის სიყვარული, ეკლესიის პატივისცემა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს“ , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს