ნინო ლომჯარია - არ მგონია, რომ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს, სადაც ერთპარტიულობაა, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს ავტორიტარიზმია - ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა

მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება მკაფიოდ გამოხატავს, რომ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებაც სურს.

„მმართველი პარტიის ეს განცხადება სერიოზულად რომ მივიღოთ, ძალიან მძიმე რეაქცია უნდა მოჰყვეს, იმიტომ, რომ მრავალპარტიულობა არის ის, რაც დემოკრატიის საფუძველი და საყრდენია. სადაც არსებობს ერთპარტიულობა, მხოლოდ ის პარტიები არიან, ვინც მმართველი პარტიისთვის არის მოსაღები, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ავტორიტარიზმი და ავტოკრატია. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს. ვფიქრობ, ყველამ ასე მიიღო, პარტიებმაც და საზოგადოებამაც არ აღიქვეს ეს სერიოზულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებას მართლა ასე უნდა იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში, ეს მან დაადასტურა, მიიღო კანონი, რომელიც აქრობს და ანადგურებს სამოქალაქო სექტორს. რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთება ენდომებათ, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ რეალისტურია. მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

„ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, - აცხადებს ჯეიმს ო'ბრაიენი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია