კახა კალაძე - მინდა, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ ლამაზი ფეხბურთისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს ჩეხეთის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს და გულშემატკივრის გახარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მან აღნიშნა, წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაშია - რამდენიმე დღეში საქართველო ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

„საოცარი თამაში იყო - მნიშვნელოვანი მოგება, მნიშვნელოვანი სტარტი. ვულოცავ ჩვენს ბიჭებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია გუნდის მომზადებაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს. საოცარი სანახაობა, შეხვედრა იყო. მინდა, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ სულისკვეთებისთვის, ბრძოლისუნარიანობისთვის, ლამაზი ფეხბურთისთვის, რომელიც ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს და სრულიად საქართველო გაახარეს. მხოლოდ ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. რამდენიმე დღეში გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან, რომელიც კარგი გუნდია. რთული შეხვედრა იქნება. იქაც მინდა წარმატებები და გამარჯვებები ვუსურვო ბიჭებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში