უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - კურსკის ოპერაცია პოკროვსკის დაცვაში დაგვეხმარა - ბოლო 6 დღის განმავლობაში მტერი არც ერთი მეტრით წინ არ წასულა

უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ პოკროვსკი არ დაკარგოს და ამაში კურსკის ოპერაცია ეხმარება. კერძოდ, ამან ოკუპანტებს ნაწილების მანევრირების შესაძლებლობა წაართვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოსწყვიტა თუ არა კურსკის ოპერაციამ რუსული ძალები პოკროვსკის მიმართულებას და შეიძლება თუ არა უკრაინას პოკროვსკი დაკარგოს, გენერალმა უპასუხა, რომ მტერი ბოლო 6 დღის განმავლობაში არც ერთი მეტრით წინ არ წასულა, ამიტომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს და ახლა ისინი აძლიერებენ თავდაცვას პოკროვსკის ტერიტორიაზე.

„რა თქმა უნდა, მტერმა მოახდინა თავისი ყველაზე გაწვრთნილი ნაწილების კონცენტრირება პოკროვსკის მიმართულებით, მაგრამ ჩვენ მას წავართვით ნაწილების მანევრირებისა და ნაწილების სხვა მიმართულებებიდან გადმოსროლის შესაძლებლობა“, - განმარტა სირსკიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს პოკროვსკიდან ბევრი ჯარისკაცი არ გადაუყვანია, ახლა ოკუპანტებს არ შეუძლიათ თავიანთი რეზერვების ისე მანევრირება, როგორც ადრე.

„პოკროვსკის მიმართულება, ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე პრობლემურია, სხვა მიმართულებებით ვითარება უფრო სტაბილური გახდა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სტრატეგია სწორად იქნა არჩეული და სასურველ შედეგს მოგვიტანს“, - აღნიშნა სირსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია