ანა დოლიძე მსოფლიოში პოლიტიკის სტანდარტების საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩიეს

კოალიცია, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრმა, კოფი ანანის ფონდმა, მსოფლიოში პოლიტიკის სტანდარტების საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს წევრად აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათი განმარტებით, ექსპერტთა საბჭო აერთიანებს მსოფლიოს წამყვან აკადემიკოსებს, პოლიტიკოსებსა და მოაზროვნე ლიდერებს, როგორებიც არის შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგი, ყოფილი კონგრესმენი ბრაიან ბერდი, ოქსფორდის პროფესორი ედვარდ ბრუკსი და ა.შ

როგორც კოალიციაში „ძლიერი საქართველო“ აცხადებენ, ექსპერტთა საბჭოს ამოცანაა, გაითვალისწინოს გამოწვევები, რომლებიც აქვთ პოლიტიკოსებს დღევანდელ რეალობაში და საკუთარი გამოცდილებით, სამეცნიერო ლიტერატურის გაზიარებით შეიმუშავოს შეთავაზებები და სტანდარტები ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს