ირაკლი ქარსელაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გამაგრდა სკოლის კედლები, ასევე განხორციელდა ღონისძიებები ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც. მისი თქმით, 350 ბავშვზე გათვლილი სკოლა ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

სკოლის შენობაში განახლდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, დამონტაჟდება ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. მოეწყო შიდა და გარე სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

,,სკოლის შენობა სრულად არის ადაპტირებული ყველა მიმართულებით, როგორც სასწავლო პროცესის, ასევე საინჟინრო და ტექნიკური გადაწყვეტების მხრივ. ორსართულიან შენობას დაემატა ლიფტი, საკლასო ოთახები, ლაბორატორიული სივრცეები. ხრესილს უკვე აქვს ისეთი სკოლა , რომელიც ღირსეულ სასწავლო პირობებს სთავაზობს როგორც ბავშვებს , ასევე პედაგოგებს. ვულოცავ მათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახალ სკოლაში და დიდ წარმატებას ვუსურვებ”-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეაბილიტაციის შედეგად, სკოლაში შესაძლებელი იქნება 350 მოსწავლის მიღება. სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,7 მილიონი ლარით დაფინანსდა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო